მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა აჩვენა "თიბისი კაპიტალის" კვლევამ?

BM.GE
20.02.20 10:25
663
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ქვევრის, როგორც გეოგრაფიული აღნიშვნის პროდუქტის დარეგისტრირების ინიციატივით გამოდის. ამ საკითხთან დაკავშირებით სამინისტროში გაიმართა პირველი სამუშაო შეხვედრა, რომელშიც სხვადასხვა სახელმწიფო უწყების და სამეცნიერო წრის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. როგორც შეხვედრაზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, ბოლო წლებში, ქვევრის ღვინო სულ უფრო მოთხოვნადი და პოპულარულია, რასაც 2013 წელს, „იუნესკოს“ მიერ ქვევრის ღვინის ქართული ტრადიციული მეთოდისთვის არამატერიალური კულტურული ძეგლის სტატუსის მინიჭებამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი.

ამ ყველაფერში კი ამბავი და სიახლე ის არის, რომ ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაცია (OIV) ქართული ტრადიციული მეთოდებით დამზადებული ღვინის OIV-ის სპეციალური
ღვინოების ჩამონათვალში შეტანის კუთხით მუშაობს. შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ, ქართული ქვევრის ღვინო ჩამონათვალში რიგით მერვე იქნება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქვევრის ღვინის ცნობადობის ზრდისთვის.


სტუმარი: ლევან მეხუზლა - "ღვინის ეროვნული სააგენტო", თავმჯდომარე