მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა აფერხებს ბათუმის აეროპორტის განვითარებას?

BM.GE
21.11.19 09:25
752
ეკონომიკის სამინიტრო საქმიან დილაში გასულ იმ ინტერვიუს პასუხობს, სადაც “ტავ-ჯორჯიას” გენერალური მენეჯერის მოადგილე, ბატუმის საერთაშორისო აეროპორტის განვითარების შემაფერხებელ ფაქტორად ბიუროკრატიას ასახელებს. უწყება განმარტავს, რომ კომპანია „ტავ ჯორჯიამ“ საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის აეროპორტის გაფართოების სრული პროექტი მხოლოდ ორი დღის წინ - 18 ნოემბერს წარუდგინა. შესაბამისად, მოგვეცა საშუალება და ამ ეტაპზე მიმდინარეობს პროექტის განხილვა, რაზეც პასუხი კომპანიას უახლოეს ხანებში ეცნობება. ამიტომ ჩვენთვის მიუღებელია კომპანიის მხრიდან გამოთქმული პრეტენზია, რომ პროექტთან დაკავშირებით ჯერ პასუხი არ მიუღია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისგან“.