15.მარტი .2022 18:24

რა დარღვევები აღმოაჩინა ფერაძის უწყებამ საქართველოში მოქმედ კომპანიებში?

361
უკან

შრომის ინსპექცია 2021 წლის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს. ჯანდაცვის სამინისტროში შემავალი დეპარტამენტი გასულ წელს ცალკე სსიპ-ად ჩამოყალიბდა და უფლებამოსილებები გაეზარდა. თუ მანადმე ინსპექციას შეეძლო, მხოლოდ შრომის უსაფრთხოების საკითხების შემოწმება, ახლა მისმა მანდატმა შრომის უფლებების მონიტორინგიც მოიცვა და ამოწმებდა ისეთ საკითხებს, როგორებიცაა სამუშაო საათები, ზეგანაკვეთური ანაზღაურება, დეკრეტული შვებულება და ა.შ. რაც მთავარია, ინსპექციას შეუძლია კომპანიები წინასწარი გაფრთხილების გარეშე შეამოწმოს, ჯარიმები კი 50 ათას ლარსაც აღწევს. რა დარღვევები აღმოაჩინა ბექა ფერაძის უწყებამ გასულ წელს საქრათველოში მოქმედ კომპანიებში?