მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ეტაპზეა საპარტნიორო ფონდის რეფორმირება?

BM.GE
28.06.20 15:50
846
გაზაფხულისთვის "საპარტნიორო ფონდის" ახალი მანდატი ანუ სახეცვლილი ფორმის, ან გნებავთ საოპერაციო ფორმატის სტრატეგია უნდა იყოს მზად” - ამ სიტყვების ავტორი ნათია თურნავა. იდეაში, ეს თემა გაცილებით ადრე გახდა აქტუალური ვიდრე 2019 წლის დეკემებერში, როცა ეს განცხადება გააკეთა ქალბატონმა მინისტრმა, აქტურალური განსაკუთრებით სავალუტო ფონდის მხრინდა, რომელიც საპარტნიორო ფონდს ფისკალური რისკების მონიტორინგისას გამორჩეულ ადგილს მიუნიშნებდა, გამჭირვალობის, რაპორტინგის, ერთიანი აღრიცხვის სისტემის თუ ახალი პრექტების დაფინანსების შეზღუდვის მიამრთ ცცცულებით.

2017 წლიდან დაწყებულმა ინერციამ, ეკონომიკის მინისტრის 2019 წლის დეკემბერში გაკეთებული ამ დათქმის ჩათვლით, მოგვიყვანა მორიგ განაცხადამდე: "საპარტნიორო ფონდის" რეფორმის შესახებ პროექტის პირველი მონახაზი, სავარაუდოდ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში მომზადდება“, - ეს უკვე დავით საგანელიძეა 2020 წლის მარტის დასაწყისში. კოვიდ გაზაფხულიც გადავაგორეთ, და შესაბამისად, პირველი კვარტალიც, სავალუტო ფონდთან განსაკუთრებული ცვლილება არ გვქონია საპარტნიორო ფონდის თემაზე დათქმებით, მაგრამ როგორი იქნება რეფორმირებული ფონდი არ ვიცით, არც მონახაზი გვინახავს. არსებული სტრუქტურა რომ კვაზია ეს უკვე ბევრჯერ ითქვა, ამიტომ დღეს ამაზე მეტს არ ვისაუბრებთ, მაგრამ Forbes კვირა დაინტერესდა, რა ტემპით მიდის რეფორმირების, თუ აწ უკვე ახალი გვაქვს რაღაც - კორპორატიზაციის მიმართულებით პროცესი და როდის უწევს და რა სტატუსით ფინალი.

გიორგი დანელია - "საპარტნიორო ფონდი", აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე