მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა იცვლება თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მხრივ? - ვიქტორ წილოსანი დეტალებით საქმის კურსში

BM.GE
21.05.20 14:50
1290
აზიის განვითარების ბანკის მიერ თბილისის სატრანსპორტო გენერალური გეგმის წარდგენა წლის ბოლომდე გადაიდო, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. მისი ინფორმაციით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეფორმაში აზიის განვითარების ბანკი გვეხმარება, რომელიც მთელი ქალაქის მასშტაბით ამუშავებს სატრანსპორტო გენერალურ გეგმას. აზიის განვითარების ბანკის მიერ ქალაქის სატრანსპორტო გენერალური გეგმა, აგვისტოს ბოლომდე უნდა ჩაგვბარებოდა, თუმცა არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, სავარაუდოდ, თარიღი წლის ბოლომდე გადაიწევს. თბილისის მთავრობის სხდომაზე, ასევე ცნობილი გახდა, რომ თბილისი-რუსთავის მიმართულებით საზოგადოებრივი ტრანპორტი იმოძრავებს და კიდევ ერთი სიახლე, საკადრო გადაადგილებას ეხებოდა, მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურს ვიქტორ წილოსანი უხელმძღვანელებს, რომელიც აქამდე თბილისის ტრანსპორტის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელობდა.


სტუმარი: ვიქტორ წილოსანი - მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახური; ხელმძღვანელი