03.მარტი .2022 09:36

რა როლი აქვს TikTok-ს რუსეთ-უკრაინის ომის გაშუქებაში?

275
უკან

ევროპელი მარეგულირებლების კვალდაკვალ, სოციალური ქსელებიც ბლოკავენ კრემლის მიერ კონტროლირებად მედიას - RT-ს და Sputnik-ს. ამ დროს, ყველა რუსულ მედიასაშუალებას ეკრძალება, უკრაინაში მიმდინარე ომს უწოდოს ომი. ევროპელები RT-სა და Sputnik-ის ტიკტოკებს ვეღარ ნახავენ. უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, ჩინური გიგანტის მსგავსად, იუტუბმა და ფეისბუკმაც დაბლოკეს რუსეთის სახელმწიფო მედიაზე წვდომა ევროპელი მომხმარებლებისთვის. საინფორმაციო ომი სოციალურ ქსელში მძაფრდება. თანამედროვე ტექნოლოგიებმა , სამყაროში თამაშის წესები შეცვალეს და თუკი ადრე ომის შესახებ ინფორმაციაზე წვდომა არ იყო შესაძლებელი ასე მასშტაბურად, დღეს ცენზურის დაცვის გარეშე, დაურედაქტირებელ მასალას ვეცნობით, რაც ერთი მხრივ დემოკრატიულ პროცესებსაც აძლიერებს და მედია-ეკოსისტმასაც უკეთესობისკენ ცვლის, რადგან მათი მხრიდან შემცირებულია დეზინფორმაციის გავრცელება, ან/დაც ინფორმაციის იგნორირება. რა როლი აქვს სოციალურ ქსელს და განსაკუთრებით ტიკტოკს რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის გაშუქებაში?