26.სექტემბერი .2022 00:46

რა სჭირდება რაჭას ტურიზმის განვითარებისთვის?

148
უკან

რაჭაში ზაფხულის ტურისტული სეზონის შესაჯამებლად გასულ კვირას ბიემჯი კიდევ ერთხელ ჩავიდა. ვიდრე რაჭულ რთველში მონაწილეობისთვის ტურისტები ამ მხარეს მიაშურებენ, ჩვენ ადგილობრივ ბიზნესებთან გასაუბრება მოვასწარით და 2022 წლის ზაფხულის სეზონი შევაჯამებინეთ. როგორც აღმოჩნდა რაჭა წელსაც შიდა ტურიზმის ხარჯზე დაიტვირთა, თუმცა სასტუმროების სიმცირის გამო მაქსიმალური დატვირთვის პირობებში კერძო სექტორმა არსებული მოთხოვნის დაკმაყოფილება ვერ შეძლო. რა სჭირდება რაჭას იმისთვის რომ განვითარდეს და უფრო მეტი საერთაშორისო ვიზიტორი მოიზიდოს? ანუკა ჯოხაძემ კითხვებზე პასუხი რაჭაში მდებარე სასტუმრო გარემოს დამფუძნებლისგან თამარ დავუთულიანისგან მოისმინა, რომელიც წლევანდელ ზაფხულის სეზონს სიახლეებით შეხვდა.