მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენად ეფექტიანია თბილისის ნარჩენების მართვის პოლიტიკა?

BM.GE
24.06.20 10:04
837
ჭავჭავაძის გამზირზე სარებილიტაციო სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულდა, შესაბამისად, მოძრაობაც სრულად აღდგა. გამზირზე რამდენიმე საპილოტე პროექტი განხორციელდა შეიცვალა როგორც სატრანსპორტო სქემა, ისე დამონტაჟდა მიწისქვეშა ნაგვის ურნები, ორივე ინიციტივა არაერთხელ გახდა კრიტიკის საგანიც. bmg-იმ გადაწყვიტა გაერკვია, როდიდან ამუშავდება ჭავჭავაძის გამზირზე მიწისქვეშა ნაგვის ურნები და რამდენად ინფორმირებულები არიან მაცხოვრებლები აღნიშნულ სიახლესთან დაკავშირებით. თბილისელებმა bmg-სთან დედაქალაქში ნარჩენების მართვის პოლიტიკაც შეაფასეს და ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებზეც ისაუბრეს.