მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენად სწორადაა დაგეგმილი ანტიკრიზისული ბიუჯეტი? - ბესო ნამჩავაძე საქმიან დილაში

BM.GE
17.06.20 09:30
738
საერთაშორისო გამჭვირვალობამ 2020 წლის ანტიკრიზისული ბიუჯეტის პროექტის ანალიზი წარმოადგინა, რომელშიც კრიზისული წლის განახლებულ მთავარ ფინანსურ დოკუმენტს მიმოიხილავს. პარლამენტში განხილვის რეჟიმში მყოფი ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრები ასეთია: ეკონომიკა 4% ით შემცირდება. შემოსულობები თითქმის 4 მლრდ-ით 3.9 მლრდ-ით იზრდება და ჯამში 18.4 მლრდ იქნება. მოქმედი ბიუჯეტიადან დაიზოგა 547 მლნ ლარი. იზრდება ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის და ეკონომიკსი სამინისტროს ბიუჯეტები. იზრდება ადმინისტრაციული ხარჯები 3 მლრდ ლარამდე. ბიუჯეტის დეფიციტი 4.3 მლრდ ლარი იქნება, მშპ-სთან 8.4% ია. ყველა ამ პარამეტრთან ერთად საქართველო წელს რეკორდული რაოდენობის ვალს იღებს. - ეს არის მონაცემები რაც ბიუჯეტში აისახა, სად რა რისკებს ხედავენ და რა რეკომენდაციებს გასცემს ორგანიზაცია?

სტუმარი: ბესო ნამჩავაძე - "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო", ეკონომისტი