მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი მილიონი უჯდება საქართველოს საარბიტრაჟო დავები?

BM.GE
17.02.23 10:34
269
საქართველომ რუსულ ენერგოგიგანტთან, Inter Rao-სთან ორი პარალელური საარბიტრაჟო დავა წააგო. მსოფლიო ბანკთან არსებულმა საინვესტიციო დავების მოგვარების საერთაშორისო ცენტრმა საქართველოს $76 მილიონი დოლარის კომპენსაციის გადახდა დააკისრა. ამავდროულად, სტოკჰოლმის საარბიტრაჟო ტრიბუნალმა საქართველოს ანალოგიურ დავაში $112 მილიონი დოლარის გადახდა დაეკისრა.

თუმცა, არსებული მდგომარეობით უცნობია ამ ორი განაჩენიდან უშუალოდ რომლის გადახდა მოუწევს საქართველოს, რადგანაც წინასწარი ინფორმაციით, ორივე მათგანის სრული აღსრულება არ მოხდება.დაკისრებული სანქცია, რაც ამჟამინდელი კურსით 201 მილიონი ლარია საქართველოს ხაზინამ უნდა გადაიხადოს. 2023 წლის ბიუჯეტის ფისკალური რისკების ანალიზში ნათქვამია, რომ მომდევნო წლებში სასამართლო დავებში დაკისრებული სანქციების მოცულობის ზრდა არის მოსალოდნელი. ამავე დოკუმენტის მიხედვით, უმსხვილეს საარბიტრაჟო საქმეებში მოთხოვნილი კომპენსაციის ჯამური ოდენობა 2.8 მილიარდი დოლარია. რომელია ის ყველაზე მსხვილი საარბიტრაჟო დავები, რომელშიც დღეს საქართველოს მთავრობა მონაწილეობს, რა არის თითოეულ მათგანში მომჩივანი მხარის მიერ მოთხოვნილი კომპენსაცია და არ გვიჯდება იმ იურიდიული კომპანიების მომსახურება, რომლებიც ამ დავებში საქართველოს ინტერესებს იცავენ?