03.მარტი .2021 09:37

რას აკეთებს WindGeorgia? - თორნიკე ბახტურიძე და ირაკლი ჯანაშვილი საქმიან დილაში

104
უკან

ინტერნეტ სივრცეში ამ დრომდე ენერგეტიკის სამინისტროს დასახელებით შემორჩენილ ვებ გევრდზე, რომელიც დღეს დამოუკიდებელ სამინისტროდ აღარ ფუნქცონირებს და ეკონომიკის სამინისტროშია გაერთიანებული, ამ არ არსებული სამინისტროს ვებ გვერდზე ნახავთ, რომ საქართველოს ქარის ენერგიის მნიშვნელოვანი პოტენციალი გააჩნია , რომლის საშუალო წლიური რაოდენობა 4 მლრდ კვტ.სთ-მდეა არის შეფასებული.

ქარის ენერგეტიკული ბუნებრივი პოტენციალის მიხედვით საქართველოს ტერიტორია დაყოფილია ოთხ ზონად: მათ შორის არის მაღალი სიჩქარეების ზონა - სამხრეთ საქართველოს მთიანეთი, ; ნაწილობრივ მაღალსიჩქარიანი და დაბალსიჩქარიანი ზონა - მტკვრის ხეობა მცხეთიდან რუსთავამდე, ჯავახეთის სამხრეთი ნაწილი, ; დაბალსიჩქარიანი ქედების ეფექტიანი ექსპლუატაციის ზონა - გაგრის ქედი, კოლხეთის დაბლობი და აღმოსავლეთ საქართველოს დაბლობები და დაბალსიჩქარიანი ქედების შეზღუდული გამოყენების ზონა. საქართველოს ტერიტორიის დანარჩენი ნაწილის ქედები ქარის ელექტროსადგურების ექსპლუატაციისათვის არ გამოდგება.

იქვე მითითებულია, რომ ჩატარებული კვლევების შედეგად გამოვლენილია ქარის ეფექტური ელექტროსადგურების პერსპექტიული მშენებლობის რამოდენიმე მოედანი და აღნიშნულია, რომ ქარის ენერგეტიკას ამჟამად გააჩნია ყველაზე კონკურენტუნარიანი ენერგეტიკული ტექნოლოგია. მეცნიერთა შეფასებით ქარის ელექტროსადგურების წილი მსოფლიო ენერგეტიკაში 2025 წლისათვის 10%-ს მიაღწევს. ცალკე აღებულ საქართველოს ენერგსისტემაში ქარის ენერგია ამ მასშტაბს 2025 წელს რომ გასწვდეს ჯერ არ ჩანს.

სტუმრები: თორნიკე ბახტურიძე - საქართველოს ქარის ენერგიის ასოციაციის WindGeorgia-ს, მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე;

ირაკლი ჯანაშვილი - საქართველოს ქარის ენერგიის ასოციაციის WindGeorgia-ს მმართველთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე