მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას ითხოვს მსხვილი ბიზნესი-პოსტკრიზისული გეგმა - ლაშა პაპაშვილი საქმის კურსში

BM.GE
13.05.20 20:27
1055
საქართველოში კორონავირუსის მაჩვენებლების გაუმჯობესების კვალდაკვალ, მთელი აქცენტი ეკონომიკურ აქტივობებზე გადადის. ზოგი იხსნება, ზოგიც ისევ ცდილობს ჯანდაცვის უსაფრთხოების ახალი ნორმების ათვისებას და გეგმების უფრო მოკრძალებულად დალაგებას, თუნდაც იმიტომ რომ არავინ იცის, რა იქნება შემოდგომასა და ზამთარში. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი ქვეყანა მთელი რიგი მიმართულებით იმპორტზეა დამოკიდებული, ფულადი გზავნილების და საერთაშორისო ვიზიტორების კუთხით კი პროგნოზები არასახარბიელოა, მთავრობა ადგილობრივი წარმოების სტიმულირებაზე აგებს პროგრამებს. დაანონსებულ მხარდამჭერ პაკეტებში კი ჯერ ყველა ვერ მოხვდა. რა ჩანს შედარებით დიდ სურათში, რაც დღეს ქვეყნის ეკონომიკაშია?

სტუმარი: ლაშა პაპაშვილი - ბიზნესმენი