მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას მოუტანს ჯანდაცვის ბაზარს ტარიფების გათანაბრება?

BM.GE
28.10.19 23:26
1131
მთავრობა საყოველთაო ჯანდაცვაში ჩართული კლინიკებისთვის ტარიფების გათანაბრებას აანონსებს. განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა დღეს გააკეთა. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, დაფინანსების ახალ სისტემაზე გადასვლა, რომელიც ითვალისწინებს ყველა კლინიკისთვის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ტარიფების გათანაბრებას, არის ფასწარმოქმნის მსოფლიოში აპრობირებული სისტემა.   მინისტრმა დღეს ასევე, მედიკამენტების ფასების რეგულაციაებზე ისაუბრა. ტიკარაძის თქმით, ფასების დარეგულირებასა და მედიკამენტების ჭარბად დანიშვნის კონტროლზე მუშაობენ, მაგრამ მას დეტალები არც - პრეზენტაციაზე და არც შემდეგ - ჟურნალისტებთან დაუკონკრეტებია. "ჯანდაცვის მინისტრის მიზნები ძალიან საინტერესოა, მაგრამ როგორ განახორციელებს, ეს არის საკითხი. გაკეთებული არაფერი მინახავს", - ამის შესახებ ჯანდაცვის სპეციალისტმა ვახტანგ სურგულაძემ განაცხადა.  მისი ტქმით, თუ ეს ტარიფები რეალურად ის საბაზრო ფასები იქნება, რაც ახლა მოქმედებს და კლინიკები ამ გათანაბრების გამო ფინანსურად ცუდ მდგომარეობაში არ ჩადგებიან, ეს ცუდი იდეა არ არის. შემდეგი საკითხი: რატომ ნიშნავენ ექიმები ბევრ მედიკამენტს? იმიტომ, რომ მიდის ე.წ. ქეშბექების სისტემა, რომლითაც ფარმაცევტული კომპანიები ექიმებს დამატებით ანაზღაურებას აძლევენ ან უცხოეთში კონფერენციებზე მიჰყავთ. ამიტომ, ეს რომ არ მოხდეს, ექიმს კარგი ანაზღაურება უნდა ჰქონდეს. რაც შეეხება მედიკამენტების ფასების კონტროლს. ქვეყანაში ქვეყანაში ოლიგოპოლია არსებობს და თუ მედიკამენტების შემომტანებს ჭერს დაუწესებენ, ინდუსტრია აქედან გამოსავალს მაინც იპოვის, რადგან ფარმაცევტული კომპანიები ჩვეულებრივად კომერციული ორგანიზაციები არიან და ამოცანად მოგება აქვთ, მათ არანაირი სოციალური პასუხისმგებლობა არ გააჩნიათ. - აცხადებს სურგულაძე.