მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას პირდება მთავრობა 2020 წელს ბიზნესს? - 2020 ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრები

BM.GE
30.09.19 23:50
700
2020 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვები იწყება. როგორც მთავრობის მეთაურმა რიგგარეშე სხდომაზე გვამცნო, მთავარი ფინანსური დოკუმენტის პირველი ვარიანტის მიხედვით, მომავალ წელს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯები იზრდება 1.2 მლრდ ლარით 14.2 მლრდ ლარამდე. იზრდება პენსიები და ასევე, ხელფასები პედაგოგებისთვის, სოფლის ექიმებისთვის, ჯარისკაცებისთვის. ამასთან, მთავრობის გათვლებით, მომავალ წელს ეკონომიკა 5%-ით გაიზრდება, რაც ფინანსთა მინისტრის შეფასებით, ამბიციური განაცხადია.