მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას ვყიდით EU-ის ბაზარზე ყველაზე დიდი მოცულობით?

BM.GE
17.11.22 08:49
227
„საქსტატის“ ინფორმაციით, 2022 წლის 9 თვის მონაცემებით, საქართველომ ევროკავშირის ქვეყნებში 93,971 მლნ აშშ დოლარის ღირებულების საკვები და სასმელი პროდუქტები გაიტანა. იმ კომპანიებს შორის, რომლებმაც წელს ევროკავშირში საკვები და სასმელი პროდუქტები ყველაზე დიდი მოცულობით გაიტანეს ძირითადად თხილისა და კაკლის გადამამუშავებელი საწარმოებია. “საქმიან დილასთან” რამდენიმე კომპანიის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ ახლა მათი ნაწარმი ევროპის ბაზარზე წარმატებით იყიდება. ჩვენს მიერ გამოკითხული კომპანიები ექსპორტის ზრდას სამომავლოდ ევროკავშირის ბაზარზე კვლავ გეგმავენ, რადგან მათი თქმით, ბაზარი პერსპექტიული და სტაბილურია.