მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას წარმოადგენს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა?

BM.GE
19.01.23 16:18
657
ლიფტის შემოწმებაზე პასუხისმგებელი ამხანაგობაა - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ლიფტის ტექნიკურ გამართულობასთან დაკავშირებით მთავრობის შესაბამისი დადგენილებით, ამხანაგობა ვალდებულია განახორციელოს მისი პერიოდული ექსპერტიზა და რეგისტრაცია რეესტრში. “მეგობრებო, სადარბაზოები და ლიფტები თქვენი საკუთრებაა, ვინც კონკრეტულ სადარბაზოში ცხოვრობს ლიფტიც თქვენი საკუთრებაა და მისი მოწესრიგება თავად უნდა უზრუნველყოთ”-თქვა დღეს კახა კალაძემ და განაცხადა, რომ მერია წლიურად დაახლოებით 40 მლნ ლარს ხარჯავს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსებაში და როდესაც ამხანაგობას ლიფტების უსაფრთხოების მიზნებისთვის სჭირდება დაფინანსება, გამგეობა მათ ეხმარება.

სტუმარი: ტატა ჭანკვეტაძე - საია-ს იურისტი