მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ აირჩია Konica Minolta-მ საქართველოს ბაზარი?

BM.GE
19.11.19 09:59
2233
საქართველოში იაპონური კომპანია კონიკა მინოლტას ოფიციალურმა ოფისმა მუშაობა უკვე დაიწყო. ერთ-ერთი უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანია საქართველოს თავის პროდუქციას უკვე წლებია პარტნიორების დახმარებით აწვდიდა, თუმცა ამჯერად შპს კონიკა მინოლტა ბიზნეს სოლუშენს ჯორჯია კავკასიის ბაზარს მიაწვდის გადაწყვეტილებებს სამრეწველო, პროდუქტიული და საოფისე ბეჭვდისთვის. ასევე კავკასიის რეგიონის ქვეყნებში ელექტრონული დოკუმენტაციის მართვის პროცესებს გაუწევს უზრუნველყოფას. კონიკა მინოლტას ქვეყანაში შემოსვლის შესახებ ჩვენთან სააგენტო აწარმოე საქართველოს ხელმძღვანელმა მიხეილ ხიდურელმა რამდენიმე თვის წინ განაცხადა, რომელიც ამ პროცესებში თავადაც აქტიურად იყო ჩართული.