მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ უნდა შეიქმნას დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სამსახური?

BM.GE
02.09.20 11:45
681
"დღევანდელი საკანონმდებლო მოწესრიგების პირობებში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა ვერ იძლევა სასურველ შედეგებს. საქართველოს ყველა საერთაშორისო პარტნიორი ანგარიშებსა თუ რეზოლუციებში მოგვიწოდებს ანტიკორუფციული მექანიზმების დახვეწისკენ." - ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში, რომელიც საქართველოში დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სამსახურის შექმნას ითვალისწინებს. კანონპროექტის ავტორთა შეფასებით, არსებული საკანონმდებლო მოდელი აუცილებლად საჭიროებს ცვლილებებს. ცვლილებების მიღებას მხარს უჭერს "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოც", რომელიც აღნიშნავს, რომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისთვის აუცილებელია არსებობდეს პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული უწყება, რომელიც კორუფციული რისკების ფართო მონიტორინგს განახორციელებს. როგორ და რა ულებამოსილებებით იმუშავებს ანტიკორუფცული სამსახური?

სტუმარი: თამარ ჩუგოშვილი, პარლამენტარი