„ქვეყანაში გვაქვს ძალიან ბევრი აფთიაქი, იმაზე დაახლოებით 3-ჯერ მეტი ვიდრე გვჭირდება“ - ეს განცხადება გასული კვირის ბოლოს ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა პარლამენტში გამოსვლისას გააკეთა, სადაც დეპუტატმა რეფერენტული ფასების შემოღების შემდეგ წამლებზე შესაძლო დეფიციტის შესახებ დაუსვა კითხვა. მინისტრი ამბობს, რომ აფთიაქების ნაწილში სხვადასხვა მედიკამენტებზე დეფიციტი ხელოვნურად იქმნება და სამინისტროს ამისთვის სხვადასხვა კონტროლის მექანიზმები აქვს. მისივე თქმით, რეფერენტული ფასის ამოქმედების პირველივე დღეს პანიკა იყო, განსაკუთრებით კი ეს თურქულ მედიკამენტებს ეხებოდა. ინფორმაციისთვის, 15 თებერვლიდან ყველა კომპანია, იმპორტიორი, დისტრიბუტორი თუ საცალო მოვაჭრე ვალდებულია, რომ მედიკამენტებზე მაქსიმალური ზედა ზღვარი განსაზღვრული რეფერენტული ფასის მიხედვით დაადგინოს.
ფარმაცევტულ კომპანიებს 31 იანვრამდე ჰქონდათ ვადა, რომ ჯანდაცვის სამინისტროსთვის უკვე განსაზღვრულ რეფერენტულ ფასებზე შენიშვნები გადაეგზავნათ. ფარმაცევტული პროდუქტის ფასის სახელმწიფო რეგულირების მეთოდოლოგიის, წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ მთავრობის დადგენილებაში ჩამოთვლილია რეფერენტული ქვეყნები – ესენია: ლატვიის რესპუბლიკა, მონტენეგრო, ბულგარეთის რესპუბლიკა და ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა.
სტუმარი: ირაკლი მარგველაშვილი - "ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის" დირექტორი;
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა სიახლე
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი