მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რეგულაციები ენერგეტიკაში - ელექტროსადგურების ინვესტორებისთვის მთავრობა ახალ შეზღუდვებს ამზადებს

BM.GE
24.02.20 18:30
653
მთავრობა ელექტროსადგურების მშენებლობისთვის გარანტირებული ხელშეკრულებების გაცემის კიდევ უფრო შეზღუდვას გეგმავს. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა გასულ კვირას პარლამენტში ვიზიტისას განაცხადა. როგორც ივანე მაჭავარიანმა განმარტა, ამ საკითხზე ფინანსთა სამინისტროს საერთაშორისო სავალუტო ფინდთან რეკომენდაციები აქვს. იქიდან გამომდინარე, რომ მსგავსი ხელშეკრულებების გაცემის პრაქტიკა საქართველოში ისედაც შეზღუდულია, საინტერესოა მორიგ რეგულაციებზე რას ფიქრობს კერძო სექტორი და ეკონომიკის სამინისტრო, რომელიც ენერგეტიკის დარგს კურირებს.