მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როდის ამუშავდება "შუახევი ჰესი"?

BM.GE
21.11.19 09:22
958
რამდენიმე თვეში საქართველოსთვის სიდიდით მეორე ჰესი, ენგურის შემდეგ ამუშავდება. შუახევის ჰესების კასკადი ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებში შენდება, პროექტის ინვესტორებსწარმოდგენენ ნორვეგიული ქლინ ენერჯი ინვესტი 40%, ინდური ტატა ფაუერი 40% და მსოფლიობანკის ჯგუფის წევრი, საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) 20%. ამ პროექტის დასაფინანსებლად სამმა საერთაშორისო ფინანსურმა კორპორაციამ სესხის სახით 250 მილიონი დოლარი გამოყვეს.


187 მეგავატი სიმძლავრის შუახევიჰესი გამოიმუშავებს 470 გიგავატ სუფთა ელექტროენერგიას საათში, რითაც ყოველწლიურად შეამცირებს სასათბურე აირის გამოფრქვევას გარემოში 200 ათასი ტონით. ეს კი ხელს უწყობს საქართველოს ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების პროცესში აღებული ვალდებულების შესრულებას კლიმატის ცვლილების შემცირების შესახებ.

მმართველი აჭარისწყალი ჯორჯია 2014 წლიდან, ქართული ეკონომიკის გამორჩეულად სერიოზული კოტრიბუტორია. პროექტის საინვესტიციო მოცულობა - 500 მილიონ დოლარზე მეტი ქონების გადასახადის სახით გადახდილი თანხა საქართველოს ბიუჯეტში - 34 მილიონი ლარი! პროექტის ფარგლებში დასაქმდა 900 მდე საქართველოს მოქალაქე რეგიონის გრძელვადიან განვითრებზე ორიენტირებული სოციალური პროექტებისთვის კომპანიამ 8 მილიონ ლარზე მეტი გამოყო.

სტუმარი: პრაშანტ ჯოში - "აჭარისწყალი ჯორჯია", აღმასრულებელი დირექტორი