მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ აძლიერებს ქალებს ქალთა გაძლიერების პრინციპები?

BM.GE
12.06.20 08:53
780
მსოფლიო მასშტაბით, ქალთა გაძლიერების პრინციპებს 3000 ზე მეტი ხელმომწერი ჰყავს, რომელსაც საქართველოში კი უკვე 70 მდე კომპანია შეუერთდა. რიცხვი დღითი დღე მზარდია ყველგან. გაეროს ქალთა ორგანიზაცია, ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით საქართველოში კომპანიებს გენდერული პერსპექტივით მათი საქმიანობის გაანალიზებაში, სამოქმედო გეგმებისა და თანმიმდევრული ქმედებების შემუშავებაში ეხმარება, რათა ქალთა გაძლიერების პრინციპები რეალობად იქცეს.

დღეს სულ უფრო მეტი კომპანია ფიქრობს, რომ დროა, საკუთარი საქმიანობა მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ჩართულობის ჭრილში განიხილოს, რათა მაქსიმალური შესაძლებლობები განურჩევლად ყველას შეუქმნას. ეს კომპანიები კარგად აცნობიერებენ, რომ თანასწორობის დამკვიდრება თავისთავად სამართლიანია და ის ბიზნესისთვისაც სასარგებლოა. სწორედ ამ იდეის უფრო მაშტაბურად გავრცელებისთვის 2010 წელს გაეროს ქალთა ორიგანიზაცია და გაეროს გლობალური შეთანხმება გაერთიანდა და შეიქმნა ქალთა გაძლიერების პრინციპები. როგორ ეხმარებიან ქალბატონებს განვითარებაში, ფინანსური დამოუკიდებლობის მოპოვებასა და რეალიზაციაში და რომელი კომპანიებია ჩართული ამ პროცესებში?