მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ ავაშენოთ მდგრადი ქალაქები?

BM.GE
17.10.19 11:22
976
თბილისში უძრავი ქონებისა და ტურიზმის საერთაშორისო ფორუმი ჩატარდა. ღონისძიების თემაა მდგრადი და მედეგი ქალაქების მშენებლობა იყო, მთავარი მიზანი კი საქართველოს უძრავი ქონების, ტურიზმის და სასტუმროს ბიზნესის მსოფლიო რუკაზე პოზიციონირება.

უძრავი ქონება და ტურიზმის სექტორი ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი ყველაზე მზარდი და განვითარებადი სექტორებია. თუმცა მეორეს მხრივ ორივეს თავისი ნეგატიური ეფექტი აქვს გარემოზეც. ამ ფაქტორების გათვალისწინებით მართლაც, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ღონისძიება რომელსაც 15-ზე მეტი ქვეყნიდან 300-მდე დელეგატი ესწრებოდა, მათ შორის იყვნენ ინვესტორები, ექსპერტები, ურბანისტები, რომლებმაც საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს დამსწრე საზოგადოებას იმის თაობაზე, თუ როგორ ხდება ტურიზმსა და მშენებლობაში გარემოზე ზრუნვა, რა ინსტრუმენტებს იყენებენ და რა დაფინანსების შესაძლებლობას აძლევენ.

ჯამში შეგვიძლია ვთქვათ, რომ სექტორისთვის საკმაოდ ანგარიშგასაწევი ინფორმაციის თავმოყრა მოხდა, რაც ტურისტულ თუ დეველოპერულ კომპანიების, ასევე სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებს სამომავლო პროექტების დაგეგმაში უნდა დაეხმაროს. ფორუმის ინიციატორები და ორგანიზატორები იყვნენ ფროფერთი ჯორჯია და ფიაბსი ჯორჯია, შეხვედრა კი საქართველოს ბანკის მხადრაჭერით ჩატარდა.

სტუმრები: ნათია ჯანელიძე - "გაზელ ფაინანსი", საინვესტიციო დირექტორი;
მარიამ ასათიანი - “რემაქს კაპიტალი”, მმართველი პარტნიორი