მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ დაარეგულირებს კანონი სავაჭრო ქსელის და დისტრიბუტორის ურთიერთობებს?

BM.GE
11.09.20 10:07
857
პარლამენტმა შესაძლოა, მიიღოს კანონი, რომელიც სუპერმარკეტებსა და დისტრიბუტორებს შორის ურთიერთობას დაარეგულირებს. აღნიშნულთან დაკავშირებით, კანონპროექტი პარლამენტში უკვე წარდგენილია. როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათში წერია, კანონის მიღების მიზანია მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე საცალო მოვაჭრეების მხრიდან მიმწოდებლების მიმართ უსამართლო კომერციული პრაქტიკის გამოყენების აკრძალვა, მიმწოდებლებსა და საცალო მოვაჭრეებს შორის ინტერესთა ბალანსის უზრუნველყოფა და ბაზარზე ჯანსაღი კონკურენტული გარემოს შექმნა. საკითხი რომელიც პრობლემების მიზეზი არაერთხელ გამხდარა და დისტრიბუტორთა ასოციაციის მხრიდან კონკურენციის სააგენტოსთვის მიმართვის საფუძველიც გახდა საკანონმდებლო წინადადება დაწუნებულია. რითეილერები კანონის საჭიროებას საერთოდ ვერ ხედავენს. რა ჩაიწერა და როგორ იმუშავებს კანონპროექტი?


სტუმარი: ბექა ნაცვლიშვილი, პარლამენტარი