06.მაისი .2021 09:35

როგორი იქნება "ციფრული ლარი"?

575
უკან

საქართველოს ეროვნული ბანკი ციფრული ლარის შექმნაზე იწყებს მუშაობას. ციფრული ვალუტა არ არის კრიპტოვალუტა, მას ეროვნული ბანკი გამოსცემს ის ნაღდი ანგარიშსწორების ევოლუციაა. სებ-ის განმარტებით, ციფრული ლარი ხელს შეუწყობს გადახდის სისტემის ეფექტიანობისა და ფინანსური ჩართულობის ზრდას. გარდა ამისა, ციფრული ვალუტა გაზრდის მონეტარული პოლიტიკის ეფექტურობას, რაც, თავის მხრივ, პოზიტიურად აისახება მოსახლეობის კეთილდღეობაზე. პროექტის მასშტაბიდან გამომდინარე, საქართველოს ეროვნული ბანკი იწვევს საფინანსო ინსტიტუტებს, ტექნოლოგიურ და ფინტექ კომპანიებს, რათა ციფრული ვალუტის შექმნისა და განვითარების პროცესში მიიღონ მონაწილეობა და ერთიანი თანამშრომლობის გზით აღმოფხვრან რეგულატორული, ფინანსური და ტექნოლოგიური პრობლემები. ამ სიახლის პარალელურად ნეირონის ხელოვნური ინტელექტის აკადემიის ლექტორი ფიქრობს რომ ციფრული ვალუტა ინფლაციას შეანელებს როგორ და რა ეფექტი ექნება მას?

სტუმარი: ლევან ბოძაშვილი - ნეირონის ხელოვნური ინტელექტის აკადემიის ლექტორი;