მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორია სასტუმრობისა და ბინების დატვირთულობის მაჩვენებელი?

BM.GE
28.04.22 12:49
447
Galt&Taggart-ის ინფორმაციით, 2022 წლის მარტში თბილისში Airbnb-ის მოთხოვნამ პანდემიის დაწყებიდან ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია. მოთხოვნის მკვეთრი ზრდის შედეგად მკვეთრად გაიზარდა დატვირთულობაც (81% მედიანური უძრავი ქონებისთვის) და ფასებიც (36 აშშ დოლარი ღამეში საშუალო ქონებისთვის). ასევე წლიურად 14%-ით გაიზარდა იჯარა გრძელვადიანი გაქირავების ბაზარზე. 

Airbnb-ზე მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა ბათუმშიც. 2022 წლის მარტში იჯარაზე მოთხოვნა თითქმის გაორმაგდა (2019 წლის მარტის დონის 405%) წინა თვესთან შედარებით, როცა აღდგენა 228% იყო. 

სასტუმროებზე მოთხოვნის მნიშვნელოვანი ზრდა არ დაფიქსირებულა არც თბილისის საშუალო და დიდ სასტუმროებში და არც ბათუმში. ორგანიზაციის შეფასებით, Airbnb-ისა და სასტუმროების ბაზრების აღდგენის ასეთი კონტრასტული განსხვავება მიგრანტებისა და ტურისტების განსხვავებული მოთხოვნებით იხსნება. 

კერძოდ, Galt&Taggart-ის თანახმად, მიგრანტები თბილისში/ბათუმში დიდი ხნით დარჩენას აპირებენ. ამიტომ, ისინი სასტუმროებთან შედარებით უფრო იაფიან ვარიანტებს ეძებენ და ზოგჯერ გრძელვადიანი ქირავნობის ხელშეკრულების დადებას ირჩევენ Airbnb-ის გამქირავებლებთან. 

როგორია სასტუმროების დატვირთულობის მაჩვენებელი და მოლოდინები ზაფხულის ტურისტულ სეზონთან მიმართებით? 

სტუმარი: გიორგი დოლიძე - სასტუმრო ბიზნესის კონსულტანტი;