მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რომპეტროლ საქართველომ" საგანგებო სიტუაციების ცენტრს 60,000 ლიტრი საწვავი გადასცა

BM.GE
01.05.20 00:25
990
„რომპეტროლ საქართველო“ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს ორი თვის განმავლობაში საწვავით დაეხმარება. სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, „რომპეტროლმა“ ცენტრს 60 000 ლიტრის ოდენობის საწვავი უსასყიდლოდ გადასცა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკისთვის საწვავის გაცემა ორ ეტაპად მოხდება - აპრილის თვეში კომპანია 30, 000 ლიტრის ოდენობის საწვავს გაიღებს, ხოლო მაისში დამატებით 30, 000 ლიტრს.

„რომპეტროლში“ აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება Covid-19-თან ბრძოლის პირობებში მიიღეს. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ავტომობილებს, Efix დიზელის ტიპის საწვავი კომპანიის კორპორატიული კლიენტებისთვის განკუთვნილ Fill&Go ბარათებზე დაერიცხებათ.

ასევე, ვირუსის გავრცელების პირობებში, „რომპეტროლის“ ბენზინგასამართ სადგურებზე მომუშავე ჩამსხმელი ოპერატორების და მომხმარებლების უსაფრთხოების მიზნით, კომპანიას მიღებული აქვს განსაკუთრებული ზომები. ყველა ბენზინგასამართი სადგური მუდმივად მარაგდება ხელის სადეზინფექციო ხსნარებით, ერთჯერადი ხელთათმანებითა და პირბადეებით.