მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთის მოქალაქეთა მონაწილეობა თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე გასულ წელს გაოთხმაგდა - მოლოდინები

BM.GE
23.02.23 11:13
240
2022 წლის განმავლობაში საქართველოში რუსეთის ფედერაციის ათიათასობით მიგრანტი ჩამოვიდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მიმოხილვიდან ირკვევა, რომ რუსეთის მოქალაქეთა მონაწილეობა თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე გასულ წელს გაოთხმაგდა.

თუკი 2022 წლის იანვარში რუსეთის მოქალაქეებზე თბილისში დადებული ნასყიდობების 0.9% მოდიოდა, 2022 წლის ნოემბერში ამ მაჩვენებელმა 4.4%-ს მიაღწია. გაცილებით უფრო დიდი წილი აქვთ რუსეთის მოქალაქეებს ბათუმის უძრავი ქონების ბაზარზე. 2022 წლის იანვარში ტრანზაქციებში მათი წილი 5% იყო, მაშინ როდესაც ნოემბერში ეს მაჩვენებელი 17.6%-მდე გაიზარდა. 

ეროვნულმა ბანკმა რუსეთის მოქალაქეთა შორის ქართული წარმოშობის პირების რაოდენობაც შეისწავლა. ანგარიშის მიხედვით, “შვილი” და “ძე”-ზე დაბოლოებული გვარების წილი რუსეთის მოქალაქეთა მიერ განხორციელებულ ბინების ნასყიდობებში თბილისში 13.4%, ბათუმში კი 5.2%-ია. 

„საქართველოში უცხოელების მიერ შეძენილი უძრავი ქონების 86,32% რუსებზე მოდის“ - ამის შესახებ თვის დასაწყისში Lenta.ru BD-GROUP-ის ექსპერტებზე დაყრდნობით წერდა. 

ექსპერტების შეფასებით, გასულ წელს საქართველოში უძრავი ქონების შეძენასთან დაკავშირებით რუსების მოთხოვნის წილი 86,32 %-ით განისაზღვრა. 2021 წელთან შედარებით, მაჩვენებელი 0,16%-ით არის გაზრდილი. საქართველოში სახლის ყველაზე აქტიური მყიდველების სიაში მეორე ადგილს იკავებენ კლიენტებმა დსთ-ს ქვეყნებიდან 6,65% ამასთან, მათგან მოთხოვნის საერთო რაოდენობა გაორმაგდა წლის განმავლობაში, 177%-ით. 

განახლებულ მასალაში, რომელიც უკვე 21 თებერვლით თარიღდება, ნათქვამია, 2023 წლის იანვარში რუსების მხრიდან მოთხოვნა უძრავი ქონების შეძენაზე საქართველოში 2022 წლის დეკემბერთან შედარებით 21,89 პროცენტით გაიზარდა. BD-GROUP-ის ექსპერტების აზრით, მიმდინარე წლის პირველ თვეში საქართველოში საცხოვრებელი ფართის შეძენაზე მოთხოვნა 2022 წლის იანვართან შედარებით 47,39 %-ით არის გაზრდილი. 2021 წლის იანვართან შედარებით პოზიტიურმა დინამიკამ 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში 191,96% შეადგინა. 

რა მოლოდინებია წელს საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე?

სტუმარი: კახა სამყურაშვილი - Galt&Taggart-ის უფროსი ანალიტიკოსი