24.ნოემბერი .2020 18:21

სად არის "პეპერი"? - ტიკარაძე ამბობს, რომ რობოტს იყენებენ

224
უკან

„რობოტი „პეპერი“ არის ციფრული ტექნოლოგიების და ტელემედიცინის სიმბოლო და კოვიდის პერიოდში, ონლაინ-კლინიკის ფარგლებში ვიყენებთ ტელემედიცინის ელემენტებს .. ჩვენ ვგულისხმობდით, რომ რობოტი „პეპერი“ ჩართული იქნებოდა პაციენტების მართვაში “ - ასე უპასუხა დღეს ჯანდაცვის მინისტმა ეკატერინე ტიკარაძემ საქმის კურსის კითხვას , რომელიც რობოტ პეპერს შეეხებოდა. დღეს გვაინტერესებდა თუ როგორ იყენებს სამინისტრო კოვიდთან ბრძოლაში რობოტ პეპერს, შეისწავლეს თუ არა საქართველოში ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლებმა მისი შესაძლებლობები და რამდენი გადაიხადა სამინისტრომ რობოტის შესაძენად. დღეს ამ კითხვებზე კონკრეტული პასუხები არ მიგვიღია, თუმცა გავიგეთ, ის რომ ჯანდაცვის სისტემა „პეპერს“ იყენებს, თუმცა ტიკარაძის განმატებით, ეს იმას, არ ნიშნავს, რომ რობოტ „პეპერს“ საქართველოს რომელიმე კლინიკაში დაინახავს მომხამრებელი. მოკლედ, როგორი იყო საქართველოში ტექნოლოოგიების გამოყენების ხარისხი პანდემიის მართვის პროცესში და რა ხარვეზები გვქონდა ამ მიმართულებით. რობოტ პეპერთან ერთად როგორ გამოვიყენეთ აპლიკაცია, რომელიც ინფიცირებულების გამოვლენის მიზნით შეიქმნა და რომლის მომსახურების საფასურმაც თითქმის ნახევარი მილიონი ლარი შეადგინა.