მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საგარეო ვაჭრობა იანვარში

BM.GE
20.02.20 09:24
583
საქსტატმა დღეს 2020 წლის იანვრის საგარეო ვაჭრობის ამსახველი მონაცემები გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ცხადია არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშეა მონაცემი $882.4 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 5.7%-ით მეტია. აქედან, ექსპორტი $262.6 მილიონი დოლარი იყო (10.0 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი $619.7 მილიონი დოლარი (3.9 პროცენტით მეტი). საქსტატის ანგარიშის მიხედვით, უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2020 წლის იანვარში 357.1 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.5 პროცენტი შეადგინა. როგორ გამოიყურება საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო საქონლის რეიტინგი და პარტნიორი ქვეყნების რიგითობა?