28.მარტი .2023 14:42

სამუშაოზე დაფუძნებული სწავლება - რა შესაძლებლობას აძლევს პროექტი ბიზნესს?

132
უკან

დამსაქმებელთა ასოციაციამ თემაზე „შესაძლებლობები ბიზნესს“ პრეზენტაცია გამართა, რომელსაც ასოციაციის წარმომადგენლებთან ერთად ბიზნესის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. პრეზენტაციაზე სამუშაოზე დაფუძნებული სწავლება, მისი ფორმები და პროფესიული გადამზადების პროგრამები განიხილეს. ბიზნესის წარმომადგენლებმა კვალიფიციური კადრების დეფიციტსა და ამ პრობლემის გადაჭრის გზებზე ისაუბრეს.