14.თებერვალი .2020 10:21

საქართველი EuCham-ის რეიტინგში

247
უკან

2020 წელს ბიზნესისთვის საუკეთესო ვეროპის ქვეყნებს შორის საქართველოს პოზიცია გაუარესდა. კვლევა ევროპულმა პალატამ გამოაქვეყნა. 2019 წელს ანალოგიურ კვლევაში საქართველოს მე-16 ადგილი ეკავა, 2020 წელს კი 70 ქულით მე-18. კვლევაში ქვეყნები 5 კატეგორიადაა დაყოფილი და საქართველო მეორე კატეგორიაში ხვდება. ევროპული პალატა ინდექსს ორი მონაცემების მიხედვით ადგენს, ესაა მსოფლიო ბანკის ბიზენსის კეთების რეიტინგი (EoDB) და საერთაშორისო გამჭვირვალობის კორუფციის აღქმის ინდექსი.

სიაში ქვეყნები მათი ბიზნესგარემოდან გამომდინარე ხვდებიან, ქულები კი 0-100-მდე ენიჭებათ. კვლევის მიხედვით, საუკეთესო მაჩვენებელი დანიას აქვს 86 ქულით, მას შემდეგაა შვედეთი, ნორვეგია, ფინეთი და შვეიცარია. 2020 წელს გაუმჯობესების ყველაზე კარგი მაჩვენებელი სომხეთმა და ყაზახეთმა აჩვენეს. საფრანგეთმა, ჩრდილოეთ მაკედონიამ და ალბანეთმა კი პირიქით. სიაში ყველაზე ცუდი მონაცემით 46-ე ადგილზე უკრაინაა.

ორი წლის წინ საქართველომ ორი საფეხურით გაიუმჯობესა ამ რეიტინგში პოზიცია, წელს 2 საფეხურით ჩამოვქვეითდით. რა მოხდა ბოლო 3 წელში და რას ნიშნავს ასეთ რეიტინგებში რეგრესი განურჩევლად იმისა რომელ საფეხურზე ვხვდებით შემდეგ?


სტუმარი: ზვიად ჭუმბურიძე - ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალური მდივანი