23.ივლისი .2020 14:41

საქართველოს მთავრობა "ფრონტერასთან" კონტრაქტს აღარ მოშლის

717
უკან

„საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, აღარ მოშალოს „ფრონტერა“-სთან კონტრაქტი და შესაძლებლობა მისცეს კომპანიას, საქმიანობა განაგრძოს საწყისი საკონტრაქტო ტერიტორიის იმ ნაწილში, სადაც ნავთობის მოპოვება ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან მიმდინარეობდა. საუბარია სახელმწიფოს საძიებო ტერიტორიის დაახლოებით 1%-ზე, რადგან ამ ტერიტორიის დაახლოებით 99%, „ფრონტერა“-მ, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების თანახმად, სახელმწიფოს უკვე დაუბრუნა“ - ეს არის ამონარიდი საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული განცხადებიდან. მთავრობაში ირწმუნებიან, რომ სახელმწიფოს მხრიდან აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება განპირობებულია ქვეყნის წინაშე მდგარი სტრატეგიული ამოცანებით ანუ იგულისხმება აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობა. თემაზე კომენტარი დღეს მთავრბის სხდომის შემდეგ ეკონომიკის მინისტრმაც გააკეთა. ნიშნავს თუ არა ეს გადაწყვეტილება მთავრობის მხრიდან უკან დახევას?