05.მარტი .2020 10:50

#საქმიანები - "ჭოლა და ლევანი" - ლევან (ჭოლა) წულაძე

291
უკან

#საქმიანები მანანა მანჯგალაძესთან ერთად

მას სახელით იშვიათად მოიხსენიებენ, გვარით კიდევ შეიძლება, მაგრამ სახელით თითქმის არც კი მსმენია. დღევანდელი საქმიანების გმირი ყველასთვის ჭოლაა. შესანიშნავი გურული იუმორის პატრონი და ბევრისთვის გამორჩეულად საყვარელი რეჟისორი. ლევან წულაძე პრაქტიკულად ყველასთვის ჭოლაა, შინაურია თუ უცხოსთვის მისი წარდგენა, მაინც ჭოლათი ხდება. ხოდა, მიუხედავად ამხელა სიყვარულისა, ვითარება მაინც შემდეგია ამხანაგებო, რომ ბევრისთვის ალბათ იმის ნახევარიც არ არის ცნობილი მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელზე, რასაც მის ბიოგრაფიაში ამოიკითხავთ. ამ პოზიციაზე ლევან წულაძე 2006 წელს აღმოჩნდა. ვიდრე სპექტაკლებს თავად დადგამდა ფილმებშიც ითამაშა და ვიდრე ხელოვანთან ერთად ხელმძღვანელობას ჩაიბარებდა საჯარო აღიარებაც ბევრი მიიღო სხვადასხვა პრემიებით და სტატუსებით. სანდრო ახმეტელის სახელობისა და საქართველოს თეატრალური საზოგადოების ყოველწლიური კონკურსი, ღირსების ორდენი, თეატრალური პრემია „დურუჯი“, უამრავი სპექტაკლი და კიდევ უფრო მეტი ამ მის მიერ დადგმულ და შექმნილ წარმოდგენებზე შეყვარებული მაყურებელია.

ლევან (ჭოლა) წულაძე - მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი