მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სასტუმროები, როგორც საკარანტინე ზონები - მაია სიდამონიძე საქმიან დილაში

BM.GE
24.03.20 12:34
727
საკარანტინე სივრცეების საჭიროება გაორმაგდება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განმარტებით, ქვეყანა უფრო გაძლიერებული კარანტინის რეჟიმზე გადადის, რაც იმას ნიშნავს, რომ საკარანტინე სივრცეებზე მოთხოვნა რადიკალურად გაიზრდება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა. მინისტრმა სასტუმროების ინდუსტრიას მოუწოდა, გაგებით მოეკიდოს შექმნილ ვითარებას, რადგან მათი მხრიდან გარკვეული სივრცეების დათმობა შესაძლოა, უახლოეს მომავალში გახდეს საჭირო. მზად არიან თუ არა სასტუმროები ახალი ნაკადისთვის, როგორ მიმდინარეობს თანამშრომლობა კერძო სექტორსა და სახელმწიფოს შორის ამ მიმართულებით?

სტუმარი: მაია სიდამონიძე - "პროთრეველ ჯორჯია" მმართველი პარტნიორი