მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სათხილამურო ინფრასტრუქტურის საერთაშორისო ინსპექტირება

BM.GE
17.11.22 08:56
226
საქართველო 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყანაა, თავისუფალი სტილით სრიალში თხილამურითა და სნოუბორდით. 2023 წლამდე კი ქვეყანას ვალდებულება აქვს აღებული განახორციელოს უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელსაც ინსპექტირებას უწევს საერთაშორისო სათხილამურო ფედერაცია (FIS). მსოფლიო ჩემპიონატის პროექტის ფარგლებში 2022 წელს დიდველისა და მიტარბის არეალში, უმოკლეს დროში აშენდა წყლის ორი ხელოვნური რეზერვუარი (ტბა) ჯამური მოცულობით 307 000 მ3, რომელიც აუცილებელია გათოვლიანების სისტემის სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის. ასევე აშენდა 6 ახალი საშეჯიბრო ტრასა. დიდველი, კოხტა-მიტარბის არეალში კი აქტიურად მიმდინარეობს 29 კმ-ნი ხელოვნური გათოვლიანების სისტემის მონტაჟი. სწორედ ამიტომ, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) დელეგატები, დასკვნით ინსპექტირებაზე ბაკურიანში იმყოფებოდნენ რათა შეეფასებინათ, როგორც მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, ასევე საორგანიზაციო საკითხები. საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის გენერალურმა მდივანმა მიშელ ვიონმა საქართველოს მიერ გაწეული სამუშაოები დადებითად შეაფასა.