მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საწარმოო დანაკარგების დაბეგვრა

BM.GE
07.11.19 11:45
781
საგადასახადო ადმინისტრირება რთული სფეროა. დეტალური და სკულპულოზური, ამ მიმართულებით დასაქმებულებისთვის ან ბიზნესის მწარმოებელტათვის ეს საკითხი კარგად არის ცნობილი და ისიც რომ თითოეულ დეტალსა თუ გათვლას შესაძლოა ბიზნესისთვის კრიტიკული მნიშვნელობა ჰქონდეს. დღეს ერთ კონკრეტულ ნაწილზე უნდა ვისაუბროთ, საკითხი წარმოების დანაკარგების დაბეგვრის სისტემას შეეხება. ბუნებრივი და საწარმოო დანაკარგები აისახება კომპანიის გაყიდვებში, რომელიც წარმოების საშუალებებთან/ნედლეულთან შედარებით იკლებს წონაში ან რაოდენობაში. მიუხედავად დანაკარგისა კომოანიებს გადასახადის გადახდა დრევანდელი კანონმდებლობით მაინც უწევთ. ერთი ხელის მოსმით ვერც მისი ჩამოწერა მოხდება, რადგან დამტკიცება, რომ დანაკარგების ჩამოწერა მოხდა რეალურად წარმოშობილი დანაკარგების გამო და არა ჩრდილოვანი ვაჭრობის ან პირადი სარგებლობლობის გამო რთულია. თუმცა საკითხი დღის წესრიგში დგას და როგორც ვიცით მსჯელობა ფინანსთა სამინისტროსთან კერძო სექტორმა დაიწყო კიდეც.


სტუმრები: ლევან ვეფხვაძე - “საქართველოს ბიზნეს ასოციაცია”, აღმასრულებელი დირექტორი;
კახა რუხაძე - საქართველოს ბიზნეს ასოციაცია, საგადასახადო-საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარე