სახელმწიფო საკუთრებაში არსებულმა ერთ-ერთმა უმსხვილესმა კომპანია “ნავთობისა და გაზის კორპორაციამ” EBRD-ის $250 მილიონიან სესხზე დეფოლტი განიცადა - ამის შესახებ კორპორაციის ფინანსურ ანგარიშგებაში, ასევე ფონდის მფლობელი “საპარტნიორო ფონდის” ფინანსურ ანგარიშში არის ნათქვამი. ფინანსური ანგარიში კორპორაციის 2021 წლის საქმიანობას შეეხება.
სესხის პირობების დარღვევა განაპირობა იმან, რომ ნავთობისა და გაზის კორპორაცია მოსახლეობის გაზმომარაგების ტარიფის სუბსიდირებას ახდენს, რამაც კომპანიას აღარ დაუტოვა თავისუფალი რესურსი აღნიშნული სესხის პირობებს მომსახურებოდა. სესხის პირობის დარღვევამ EBRD-ის მისცა უფლება კომპანიისგან სესხის სრულად დაფარვა მოეთხოვა.
მნიშვნელოვანია გარემოება, რომ 2023 წელს საქართველოს მთავრობა ერთჯერადი ფინანსური ინექციის სახით ნავთობისა და გაზის კორპორაციისთვის 200 მილიონი ლარის სესხებას გეგმავს. სავარაუდოდ, სწორედ ამ სესხს აღნიშნავს ფინანსურ ანგარიშში გაკეთებული ჩანაწერი, რომ სახელმწიფო მზად არის ფინანსური მხარდაჭერა აღმოუჩინოს GOGC-ის.
“საპარტნიორო ფონდის” საკუთრებაში არსებული უმსხვილესი კომპანიის სესხის დეფოლტმა თავად კორპორაციის მიერ აღებული სხვა სესხის “ჯვარედინი დეფოლტი” განაპირობა.
რა თქმა უნდა, მივმართეთ GOGC-ის და სახელმწიფო კორპორაციის განმარტებას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
მანამდე – ამბის გაშუქების შემდეგ, პროაქტიულად მოგვაწოდა განმარტება საქართველოში EBRD-ის წარმომადგენლობამ: ბანკის მიხედვით, სესხის პირობები დაირღვა, თუმცა, ეს დეფოლტი არ ყოფილა. როგორც EBRD-ში განგვიმარტეს, დღეის მდგომარეობით ეს სესხი უკვე სრულად დაფარულია.
სტუმარი: მიხეილ კუკავა - IDFI-ის ეკონომიკური და სოციალური მიმართულებების ხელმძღვანელი;
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა სიახლე
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო