29.ივნისი .2021 23:12

საზღვაო სექტორი - საქართველო-ევროკავშირის პარტნიორობა

159
უკან

წელს საქართველომ მეზღვაურთა საერთაშორისო დღე მეათედ აღნიშნა - პროფესიული დღე ქართველ მეზღვაურებს ევროკავშირის ელჩმა დასავლეთ საქართველოში ვიზიტის ფარგლებში მიულოცა. ღონისძიება ფოთში ახალგახსნილ საზღვაო სასწავლო ცენტრში გაიმართა, რომელიც 2021 წლის სექტემბრიდან პროფესიული განათლების პროგრამებზე სტუდენტების მიღებას დაიწყებს. ევროკავშირის ელჩმა აკადემიის სტუდენტებს მიმართა და საზღვაო სექტორის განვითარების მნიშვნელობაზე ესაუბრა. საინტერესოა, რომ საქართველოს მეზღვაურების შენატანი სახელმწიფო ბიუჯეტში ყოველწლიურად ნახევარ მილიარდ ლარზე მეტია. ევროკავშირი წლებია საქართელოს მხარდამჭერია საზღვაო დარგის განვითარებაში და არაერთი რეფორმის დანერგვაში ეხმარება, რომლებმაც საბოლოო ჯამში ქვეყანა სატრანსპორტო ჰაბად უნდა აქციოს.