01.თებერვალი .2021 18:29

შემცირებული მომხმარებელი - სავაჭრო ცენტრები - ლევან მესხელი დეტალებით საქმის კურსში

205
უკან

დღეიდან, მთელი ქვეყნის მასშტაბით მოქმედმა სავაჭრო ცენტრებმა და საცალო გაყიდვების ობიექტებმა შეზღუდვებით, თუმცა ფუნქციონირება განაახლეს. რაც შეეხება პირობებს, სავაჭრო ცენტრები და რითეილ სექტორი ოპერირებას კვირის განმავლობაში ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით შეძლებენ, 10:00 საათიდან 19:00 საათამდე; ამასთან, წინასაახალწლო გახსნისგან განსხვავებით, მაღაზიებში გასახდელი ოთახები კვლავ ამოქმედდება და მომხმარებელს სამოსის მორგება შეეძლება; ამოქმედდება ნივთების გადაცვლა-დაბრუნების სისტემაც; საქმიანობის განახლებამდე, სექტორს რამდენიმე შეხვედრა ჰქონდა მთავრობასთან და მოთხოვნებს შორის, ყველაზე მნიშვნელოვანი, საზოგადოებრივი ტრანსპორტი და შბათ-კვირას მუშაობის უფლება არ დაკმაყოფილდა. რა სურათი გვაქვს პირველ დღეს?

სტუმარი: ლევან მესხელი -„სითი მოლი“ დირექტორი