მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შესაძლოა, ძველი ავტომობილების იმპორტი აიკრძალოს

BM.GE
14.09.22 08:24
559
გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქვეყანა ძველი ავტომობილების იმპორტს, ატმოსფერული ჰაერის გასუფთავების მიზნით კრძალავს. ეს სიახლე გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ატმოსფერული სამმართველოდან გავიგეთ… შეზღუდვაზე მუშაობა დაწყებულია და ისიც ცნობილია, რომ აღსრულების მექანიზმის შემუშავების შემდეგ შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტს დასამტკიცებლად წარედგინება… გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ატმოსფერული ჰაერის სამმართველოს ხელმძღვანელმა ნოე მეგრელიშვილმა ინტევრიუზე bmg-ის უარი განუცხადა, თუმცა დაპირდა, რომ წერილობით საჭირო ინფორმაციას მიაწვდიდა.