მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შეზღუდვების გამკაცრება - წინასწარ განსაზღვრული გეგმა

BM.GE
25.03.21 18:24
654
ბოლო რამდენიმე დღეა საუბრები შეზღუდვების გამკაცრებასთან დაკავშირებით აქტიურად მიმდინარეობს. მთავრობის წევრების განმარტებით, რამდენიმე რეგიონი წითელი ზონის მიმართულებით აქტიურად მიდის; კერძოდ იმერეთი, გურია და თბილისი. “ამ ეტაპზე დადებითობის კოეფიციენტი 2,2%-ია, ინფექციის გავრცელების კოეფიციენტი უკვე 1%-ს აღემატება, რაც მეტ სიფრთხილეს მოითხოვს. მეტ შეზღუდვებს არ გამოვრიცხავთ“, - განაცხადა გუშინ ეკატერინე ტიკარაძემ. ბიზნესი მთავრობისგან მესამე ტალღის შემთხვევაში, წინასწარ განსაზღვრულ გეგმას ითხოვს. „დიოს“ გენერალური დირექტორი საქმის კურსთან საუბარში ამბობს, რომ მესამე ტალღის შემთხვევაში მოსალოდნელი რეგულაციები ბიზნესისთვის სიურპრიზი არ უნდა იყოს.

სტუმრები: ლევან ყარალაშვილი - თბილისი ცენტრალი; გენერალური დირექტორი
მალხაზ კუნელაური - კომპანია რედკოს გენერალური დირექტორი