მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შუახევის ჰესის პროგრესი

BM.GE
29.05.20 12:44
1103
ამ კვირაში საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნულმა კომისიამ 2019 წლის საქმიანობის ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტი სხვადასხვა ქვეყანაში ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფის მიმოხილვასაც შეიცავს. ანგარიშის მიხედვით, 2019 წლის მდგომარეობით, საქართველოში ერთი კილოვატსაათი ელექტროენერგიის საშუალო ფასი დაახლოებით 19 თეთრს შეადგენს, რაც ევროპის ქვეყნების უმრავლესობაში მოქმედ ტარიფთან შედარებით უფრო ნაკლებია. ეს საქართველოს ერთ-ერთ მთავარ კონკურენტულ უპირატესობას წარმოადგენს, როცა საქმე გრძელვადიან ინვესტირებას და ამ ქვეყანაში ბიზნესის წარმოებას ეხება. პოსტ-პანდემიურ პერიოდში ყველა ასეთ უპირატესობას ოქროს ფასი დაედება. მეორე მხრივ, რაც უფრო მეტი კილოვატსაათის გამომუშავებას შევძლებთ ადგილზე, მით უფრო მეტად შევინარჩუნებთ ბიზნესის წარმოებისთვის ხელსაყრელ გარემოს და გავზრდით ენერგოდამოუკიდებლობას და უსაფრთხოებას, რადგან მით ნაკლებად ვიქნებით დამოკიდებული იმპორტირებულ ელექტროენერგიაზე, რომლის მთავარი წყაროც დღეს რუსეთია. რა შედეგები აქვს შუახევიჰესს, რომელიც 2020 წლის დასაწყისიდან უწყვეტად ოპერირებს და ადგილზე გამომუშავებული ელექტროენერგია 200 ათას კილოვატსაათს შეადგენს.