მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შვეიცარულმა აგრარულმა სკოლამ ახალი ფერმა გახსნა

BM.GE
23.05.23 13:27
169
შვეიცარული აგრარული სკოლა გაფართოვდა. “კავკასიამ” მეორე ფერმაც დმანისში გახსნა და უახლოეს მომავალში ეტაპობრივად სხვა და სხვა ჯიშის ძროხების რაოდენობაც გაიზრდება. დმანისის მუნიციპალიტეტში, სოფელ სარკინეთში უკვე ორი წელია, ქართულ ბაზარზე „შვეიცარიული აგრარული სკოლა კავკასია“ ოპერირებს, რომლის ბაზაზე ამოქმედებულ საწარმოში ყველის წარმოება აქტიურად მიმდინარეობს და გასული წლის შედეგებით სარეალიზაციო ქსელებს უკვე 5 სახეობის ყველს ყიდიან. რამდენიმე კვირის წინ მიხეილ სვიმონიშვილმა bmg-სთან 2024-25 წლების გეგმების დაანონსებისას თქვა, რომ სამიზნე დღიურად 2 ტონამდე რძის გადამუშავებაა და წარმოებული პროდუქტის გაყიდვაა. რა ეტაპზეა ”კავკასია”?

სტუმარი: თინათინ მახარაძე - "შვეიცარიული აგრარული სკოლა კავკასიის” დირექტორი.