მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სილქნეტ"-მა საქართველო 4.5G ინტერნეტით სრულად დაფარა

BM.GE
09.12.19 10:00
1516
„სილქნეტის მობილური ქსელისთვის“ ჯეოსელისთვის წელსაც ისევე როგორც გასულ წელს მთავარი ამოცანა მობილური ქსელის გაუმჯობესება იყო. ამ პერიოდში გაწეული ინვესტიციების მოცულობამ ასობით მილიონი ლარი შეადგინა, საიდანაც მნიშვნელოვანი ნაწილი, სწორედ მობილური ქსელის მოდერნიზაციას მოხმარდა. კომპანიამ ამ დროისთვის როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველო სრულად დაეფარა 4.5G ქსელით, ხოლო იმ ადგილებში, სადაც არ იყო მეოთხე თაობის ქსელი, ამ ტექნოლოგიის სრულად დანერგვა მოხდა. ინტენსიური და ფართომასშტაბიანი სამუშაოები მიმდინარეობდა აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს შემაერთებელ მაგისტრალზეც, რაც საშუალებას აძლევს მომხმარებელს არამარტო ქალაქებსა და რეგიონებში, არამედ ქვეყნის მასშტაბით გადაადგილებისას შეუფერხებლად მიიღოს უსწრაფესი მობილური ინტერნეტი.


მნიშვნელოვანი წელი იყო 2019 სილქნეტისთვის ბევრი სიახლით, კომპანიამ 2019 წლის აპრილში გამოუშვა ევრობონდი 200 მლნ დოლარის ოდენობით, რომელიც სავაჭროდ Euronex Dublin ის გლობალურ საფონდო ბირჟაზე დაიშვება. კომპანიას ევრობონდის გამოშვებამდეც ჰქონდა შედარებით მცირე ზომის ობლიგაციების ემისია გაკეთებული საქართველოს საფონდო ბირჟაზე. სილქნეტის ევრობონდი არის პირველი კორპორაციული ობლიგაცია გამოშვებული ქართული კომპანიის მიერ, რომელიც არის არც ფინანსური ინსტიტუტი და არც სახელმწიფოსთან აფილირებული ორგანიზაცია (როგორიც არის საქართველოს გაზისა და ნავთობის კორპორაცია და საქართველოს რკინიგზა). ევრობლიგაციის გამოშვება მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯი იყო სილქნეტის ისტორიაში, სილქნეტს გაუჩნდა წვდომა ევროპის კაპიტალის ბაზართან და პოტენციურად მასზე არსებულ უსაზღვრო რესურსთან, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში კომპანია გამოიყენებს გაფართოვების, ქსელში ინვესტირების და შესაბამისად მომხმარებლისთვის გაუმჯობესებული სერვისის მიწოდების მიზენით. ევროობლიგაციების გამოშვების შემდეგ JP Morgan-მა არაერთხელ შეაფასა სილქნეტი, როგორც მაღალი პოტენციალის მქონე, მიმზიდველი ინვესტიცია.

წლის განმავლობაში სილქნეტმა მობილურ ქსელში უპრეცედენტო ოპტიმიზაციის სამუშაოები ჩაატარა დედაქალაქშიც, მათ შორის მეტროპოლიტენში. ასევე, გააფართოვა მიმდინარე წლის ზაფხულში დანერგილი 4.9G ტექნოლოგიის არეალი, სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ ისარგებლონ უსწრაფესი, 1 გიგაბიტ/წამამდე სიჩქარის მობილური ინტერნეტით. ეს ტექნოლოგია 5G-ის წინამორბედია, რითაც სილქნეტი ლიდერ პოზიციას ინარჩუნებს, არამარტო საქართველოში, არამედ მთელს რეგიონში. 4.9G სიჩქარე 7-ჯერ აღემატება დღეისათვის საქართველოში არსებულ, ყველაზე სწრაფ 4.5G ინტერნეტის სიჩქარეს.