სილქნეტმა COVID-19- ის გავრცელების საწინააღმდეგოდ ბრძოლისათვის ერთი მილიონი ლარი გადარიცხა სპეციალურად ამ მიზნით შექმნილ ფონდში "StopCoV ფონდი". კომპანია ვირუსის გავრცელების ადრეული ეტაპიდანვე ყველა საჭირო ეფექტურ ზომას იღებს, რათა შეუფერხებლად გააგრძელოს ოპერირება და უწყვეტად უზრუნველყოს კომუნიკაციის საშუალებები, რაც დღეს ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სამომავლოდაც, სილქნეტი, საჭიროებისამებრ, განიხილავს მეტი შენატანის განახორციელებას როგორც სერვისების შეუფერხებელი მიწოდებით, ასევე ფინანსური თუ სხვა საჭირო რესურსით. როგორც საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანია, სილქნეტმა აღნიშნული შენატანი ასოციაციის მიერ ამ ფონდისთვის სპეციალურად შექმნილ ანგარიშზე გადარიცხა. გარდა ამისა, სერვისები ინტერნეტის მიწოდების ხელშესაწყობად: სილქნეტი 24 საათიან რეჟიმში მუშაობს და ყველა რესურსებით ახდენს ქვეყანაში ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში თავისი მხრიდან წვლილის შეტანას. ამის გარდა, მომხმარებლისთვის დისტანცირებული სწავლისა და მუშაობის ხელშესაწყობად სილქნეტმა სპეციალური ახალი პაკეტები შექმნა ოპტიკური ინტერნეტის აბონენტებისთვის, რითაც მაქსიმალურად გაუმარტივა მომხმარებლებს ინტერნეტზე წვდომა. ამისათვის შექმნა ერთი და შვიდ დღიანი პაკეტები, რომელთა გაქტიურება მოხდება სწრაფად და რაც მთავარია, მარტივად. გარდა ამისა, სილქნეტი 24 საათიან რეჯიმში მუშაობს საგანგებო მდგომარეობის დროს: განსაკუთრებული მდგომარეობის პერიოდში სილქნეტი მუშაობს უწყვეტ რეჟიმში. მარნეულსა და ბოლნისში, საჭიროებისამებრ, სილქნეტის ინსტალატორთა ჯგუფი სრულ მზადყოფნაშია და არის ეკიპირებული იმისათვის, რომ აბონენტებს აღმოუჩინოს დროული მომსახურება და არ შეექმნას არავითარი შეფერხება ინტერნეტის სერვისის მიწოდებაში ქვეყნისათვის ამ რთულ ვითარებაში.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა სიახლე
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას
რა ტოქსიკური ნივთიერებები გამოიყოფა სიგარეტის წვის დროს?
"1 გრამ შაფრანს საერთაშორისო ბაზარზე 10 დოლარად ვყიდი“ - გორში "წითელ ოქროს“ აწარმოებენ