მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სილქნეტმა" გლობალურ კომპანია OneWeb-თან თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი

BM.GE
22.01.20 18:27
774
სილქნეტმა გლობალურ საკომუნიკაციო კომპანიასთან მოაწერა ხელი, რაც ითვალისწინებს საქართველოში და კავკასიის რეგიონში პარტნიორობის შეთანხმებას. დღეს, დავოსში მიმდინარე მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მსვლელობისას, კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, გიორგი რამიშვილმა ხელი მოაწერა კომპანია OneWeb-თან ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს პარტნიორობაზე, რომლის მიზანია თანამგზავრული ციფრული ეკოსისტემის მეშვეობით ადგილობრივი სატელეკომუნიკაციო ოპერატორებისთვის ფართო დაფარვის მაღალსიჩქარიანი ფართოზოლოვანი ინტერნეტის მიწოდება, მათ შორის, ყველაზე მოშორებულ და ძნელად მისაწვდომ რეგიონებში.

აღნიშნულ მემორანდუმზე ხელმოწერით, სილქნეტი უზრუნველყოფს ციფრული ტექნოლოგიების საყოველთაო ხელმისაწვდომობას საქართველოსა და მთელს კავკასიის რეგიონში. კომპანია აცხადებს, რომ ამ პარტნიორობის შედეგად, საქართველოში და მთელს კავკასიის რეგიონში გაჩნდება ციფრული კავშირგაბმულობის დამატებითი წყარო, რომელიც არსებულ ტექნოლოგიებს, კონკურენციას კი არ გაუწევს, არამედ შეავსებს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ მოშორებული ადგილებისთვის, სადაც ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურა ამა თუ იმ მიზეზით არ არსებობს.” მოხარულები ვართ, რომ ამ რევოლუციური ტექნოლოგიის უზრუნველმყოფი პარტნიორი კომპანია ვართ საქართველოში და მთელს კავკასიის რეგიონში - აცხადებენ სილქნეტში.