29.სექტემბერი .2020 11:05

სისტემა რომელიც ზედაპირებთან შეხების საჭიროებას საერთოდ გამორიცხავს

283
უკან

პანდემიის პირობებში და ჰიგიენური ნორმების მიმართ კრიტიკულად გაზრდილმა მოთხოვნებმა დისკომფორტთან ერთად ძალიან ბევრ საინტერესო წამოწყებას მისცა განვითარების შესაძლებლობა და დღეს სენსორ ჯიზე მოგიყვებით. გახსოვთ ალბათ პანდემიის შეზღუდვების და გაფრთხილების საქართველოში შემოჭრის შემდეგ ხელსაწმენდით კარის სახელურის გაღების მცდელობები და ბანკომათთან გასაღების დახმარები კომუნიკაციის მცდელობები, მოკლედ ბევრნაირი ხერხი არსებობდა სანიტაიზერის დეფიციტში ზედაპირებთან შეხებისგან თავი რომ აგვერიდებინა. ამასობაში sensor.ge-ის გუნდმა, რომელიც ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მცირე გრანტების პროგრამის გამარჯვებულია შექმნა სისტემა რომელიც ზედაპირებთან შეხების საჭიროებას საერთოდ გამორიცხავს. სენსორული ღილაკი ჩაანაცვლებს ან პარალელურად დამონტაჟდება არსებული ღილაკების გვერდით, მათი სარგებლობისთვის საკმარისი იქნება მომხმარებელმა 0.5-დან 3 სანტიმეტრამდე მიიტანოს ხელი ღილაკთან და ის შეასრულებს თავის ფუნქციას.


სტუმრები: ლევან ჩიტიძე - sensor.ge, ინვენტორი;
გიორგი ვადაჭკორია - sensor.ge, მარკეტინგის სამსახურის უფროსი