მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

SkyUp Airlines-ი ბათუმში ზაპოროჟიედანაც იფრენს

BM.GE
09.12.19 09:06
801
ტავ ჯორჯიას ოპერირებად აეროპორტს ბათუმში კიდევ ერთი მიმართულება ემატება. უკრაინული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია SkyUp Airlines-ი ბათუმის მიმართულებით ზაპოროჟიედანაც იფრენს. ფრენებს კომპანია 2020 წლის ივნისიდან დაიწყებს. SkyUp Airlines-ი ფრენებს კვირაში 2-ჯერ შეასრულებს. SkyUp Airlines-მა ზაპოროჟიე-ბათუმის რეისებზე ავიაბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია. ბილეთის ფასი 70 დოლარიდან იწყება. SkyUp Airlines-მა ლვოვი-ბათუმი-ლვოვის მიმართულებით ფრენებზე უკვე განაცხადა, რეისები 2020 წლის მაისიდან შესრულდება.