04.მარტი .2021 09:25

სპორტდარბაზები იხსნება - განახლებული რეკომენდაცია

უკან

15 მარტიდან კი როცა სპორტული დარბაზები ფუნქციონირებას განსაზღვრული რეგულაციებით განაახლებენ - პირბადის ტარება სავალდებულოა უმეტესი ვარჯიშების შესრულებისას რომელიც დარბაზში შესრულდება. გასულ კვირაში სპორტული დარბაზების წარმომადგენლები ეკონომიკის მინისტრსა და შრომის ინსპექციის ხელმძღვანელს შეხვდნენ და იმ რეგულაციებზე ისაუბრეს, რომელთა შესრულება ბიზნეს სუბიექტებს მოუწევთ. შეხვედრის შემდეგ ითქვა, რომ რეკომენდაციების შემუშავებისას ზოგიერთი სავარჯიშო აქტივობის დროს პირბადის გამოყენებაც განიხილება.